Wednesday, November 25, 2009

გარემოს დაბინძურება

გარემოს დაბინძურება


  1. პროექტის სახელი : გარემოს დაბინძურება
  2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია პრობლემების დანახვა, მათი გათავისება და ამ პრობლემის გადაჭრისთვის გზების ძებნა.
  3. პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მიაქცევს მოსწავლეთა ყურადღებას გარემოს დაბინძურებას ( საცხოვრებელი სახლების ეზოები,პარკები,ქუჩები და ა.შ. სავსეა ნაგვითა და ჭუჭყით)
პრობლემა: რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ შეიძლება გავიგოთ, რას ფიქრობს ქალაქის მერია და რაიონის გამგეობა ამის თაობაზე?
შეიძლება ვეწვიოთ ქალაქის მერიას და ინტერვიუ ვთხოვოთ ქალაქის მერს ან პასუხისმგებელ პირს, ამისათვის საჭიროა კითხვარების წინასწარ მომზადება. კლასი იყოფა 5 ჯგუფად და თითოეულმა ჯგუფმა უნდა მოამზადოს 5-6 შეკითხვა ერთერთი სფეროს შესახებ. მაგალითად:
1 ჯგუფი: სიტუაციის აღწერა: ნაგვის დაგროვება გზებსა და საჯარო ადგილებში, ცუდი სუნი,ნაგვის არარეგულარული აღება,ნაგვის უადგილო ადგილას დაყრა,ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობა.( ფოტოების გადაღება)
2 ჯგუფი: მიზეზები, რატომ არის ასეთი მდგომარეობა შექმნილი?
3 ჯგუფი: რას აკეთებს ქალაქის დასუფთავების სამსახური ამის თავიდან ასაცილებლად?
4 ჯგუფი: რა იგეგმება სამომავლოდ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად?
5 ჯგუფი: რჩევები დასუფთავების სამსახურს, რომ მათი მომსახურება უფრო ეფექტური იყოს.
4. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით ხდება აქტუალური საკითხების შერჩევა კითხვარისთვის, მოსწავლეებს სათანადო მოტივაციისა და ხელმძღვანელობის პირობებში შეუძლიათ ამა თუ იმ პრობლემის შესახებ პირველადი ცოდნის მოპოვება და ღონისძიების დაგეგმვა, დავაფიქროთ მოსწავლეები ლოკალური გარემოს დაბინძურებაზე



7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პრობლემის გააზრების, ანალიზის, პრობლემის გადაჭრის, კომუნიკაციის, პრეზენტაციის უნარი, სურათების გამოფენა
8.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეთა ჯგუფები წერილობით აკეთებენ დასკვნას რამ გამოიწვია სიტუაცია და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოევლოს ამ პრობლემას, ყოველივე შეიძლება დასრულდეს ლოკალური ტერიტორიის ( სკოლის ეზოს) დასუფთავებით.
9. სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია, ბიოლოგია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჯგუფური მუშაობის და პრეზენტაციის უნარის გამომუშავება
11.პროექტის ფასილიტატორი: მაკა მაკასარაშვილი
12. ფასილიტატორის ელ. ფოსტა :makunia105@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი : makamakasarashvili.blogspot.com.